Thursday, March 12, 2015

მეცხრე ტრენინგ დღის რეფლექსია:
ბოლო ტრენინგზე შევაჯამე ჩემი ნამუშევარი, გავაკეთე შესწორებები და გამოვაქვეყნე ბლოგზე.
დავამთავრეთ ტრენინგი ინტელის პროექტებით სწავლებაზე,მინდა ვთქვა რომ თითოეული ტრენინგ დღე იყო ძალიან საინტერესო.ჩვენ ტრენერი იყო ბატონი გიორგი ხომასურიძე რომელიც ძალიან კომუნიკაბელური ადამიანია და ნამდვილად აქვს უნარი მუშაობის პროცესი გახადოს საინტერესო.ყველა ტრენინგზე პროექტის თითოეულ ნაწილზე მუშაობისას თანამშრომლები უზიარებდით ერთმანეთს საკუთარ აზრს,ვაძლევდით რჩევებს და ვეხმარებოდით ერთმანეთს საჭიროების შემთხვევაში.
   კმაყოფილი ვარ და დარწმუნებული ვარ პროექტზე მუშაობის შესწავლა დამეხმარება ჩემს შემდგომ პროფესიულ წინსვლაში.

Monday, March 9, 2015

მერვე ტრენინგ დგის რეფლექსია:
მერვე ტრენინგზე ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე და ამ საკითხზე ვიმუშავე,ასევე გავაკეთე ჩამონათვალი იმ რესურსების და გამოსაყენებელი მასალების რომელიც მჭირდება პროექტზე მუშაობისას

Sunday, March 8, 2015

მეექვსე ტრენინგ დღის რეფლექსია:
მეექვსე ტრენინგზე ისევ შეფასების კრიტერიუმებზე და რუბრიკებზე ვიმუშავე,ასევე საბაზისო უნარ-ჩვევებზე,ჩამოვწერე ის უნარები რომლებიც უნდა ჰქონდეს მოსწავლეს პროექტზე მუშაობისას მაგ:კომპიუტერთან მუშაობა,ინტერნეტის გამოყენება და ასე შემდეგ

Thursday, March 5, 2015

მეშვიდე ტრენინგ დღის რეფლექსია:
მეშვიდე ტრენინგზე ვიმუშავე პრეზენტაციის შაბლონზე და სლაიდებზე,გავწერე სასწავლო პროცედურები თანმიმდევრულად